ბოლოკის ისტორია, თუ რა დანიშნულება ჰქონდა ძველად ბოლოკს
26.02.2020, 11:06

დღევანდელ სტატიაში გესაუბრებით გემრიელ და სასარგებლო ბოსტნეულზე-ბოლოკზე. იგი ფორმით მრგვალია, შეფერილობით შეიძლება იყოს: თეთრი, წითელი, ყვითელი, იისფერი... ბოლოკი ადამიანებს უხსოვარი დროიდან მოჰყავთ. ბოლოკის მოშენებისა და მისი საკვებად გამოყენების ისტორია სათავეს იღებს ათასწლეულების წინ. ფიქრობენ, რომ ბოლოკის სამშობლო ხმელთაშუა ზღვის სანაპიროა. ძველ საბერძნეთში იგი განსაკუთრებული პატივით სარგებლობდა. მას ოქროს სინით მიართმევდნენ დელფოსის ტაძარში, ხოლო წმინდა ოქროსაგან ცამოსხმული ბოლოკის ფიგურებს უდიდესი თაყვანისცემის ნიშნად ღმერთ აპოლონს უძღვნიდნენ.  

სიტყვა ბოლოკი მომდინარეობს რომაული სიტყვიდან ,,რადიქს", რაც ქართულად ფესვს ნიშნავს. ბოლოკის გემო იმის მიხედვით განსხვავდება, თუ როგორ კლიმატურ პირობებში იზრდება. მაგალითად თბილ კლიმატში მოყვანილ ბოლოკს უფრო ცხარე გემო აქვს, ხოლო ცივი კლიმატის ბოლოკი უფრო რბილი და ტკბილია. იგი თალგამსა და მდოგვს ენათესავება. ძალიან ჰგავს გარეგნობითაც, თუმცა გემოთი ძალიან განსხვავდება მათგან. 

ბოლოკს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. წარსულში ცნობილი ექიმი დიოსკორიტი, პაციენტებს ბოლოკის მიღებას სამკურნალო დანიშნულებით ურჩევდა. საჭმლის მონელების გაძლიერების, მხედველობის გაუმჯობესებისა და ხველის შემსუბუქების მიზნით. 

დღესდღეობით ბოლოკი მთელს მსოფლიოშია გავრცელებული, მათ შორის საქართველოშიც. ბოლოკს მრავალი კულტურული სახესხვაობა აქვს, ერთ-ერთი მათგანია თვის ბოლოკი, რომელიც შედარებით მცირე ზომისაა. 

განასხვავებენ მის ევროპულ ჯიშებს და შემოდგომის ჯიშებს. თვის ბოლოკიც დიდი ხანია ყველასთვის ნაცნობია, იგი ბოლოკის ნათესავია, მის სამშობლოდ ჩინეთი ითვლება. ევროპაში ბოლოკი მოგზაურმა მარკო-პოლომ შეიტანა. იტალიელმა სელექციონერებმა მაშინვე ღირსეულად შეაფასეს ბოლოკი და სხვადასხვა შეფერილობით ახალი ჯიშების გამოყვანა დაიწყეს. 

ბოსტნეული, როგორც დელიკატესი სწრაფად გავრცელდა საფრანგეთში. თვის ბოლოკი მყარად დამკვიდრდა გერმანიის, ჰოლანდიის და ევროპის სხვა ქვეყნების კულინარიაშიც. ბოლოკი-ის სურათის შედეგი

საქართველოში ბოლოკი ყველგან მოჰყავთ. მათ შორის მაღალმთიან ზონებშიც. ბოლოკს ძალიან უყვარს წყალი, ამიტომაც ნალექი თუ საკმარისი რაოდენობით არ მოდის, მაშინ ჩვენთვითონ უნდა მოვრწყათ ნათესები ხშირად. 

რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს არსებობს ბოლოკის კიდევ ერთი სახეობა - შავი ბოლოკი. ის გარედან შავია, მაგრამ შიგნიდან თეთრია. 

ძველ დროში გამორჩეულად მიაჩნდათ ნილოსის ნაპირებზე მოყვანილი ეგვიპტური ბოლოკი. ამ მცენარის გამოსახულება დღემდეა შემორჩენილი ამუნრას ტაძრის კედლებზე. 

ბოლოკის ნათესების გასანოყიერებლად ეგვიპტელები ბუნებრივ აზოტოვან სასუქს იყენებდნენ. სწორედ ამიტომ ამ ბოლოკის გემო და არომატიც განსაკუთრებული იყო. 

ბოლოკს უმატებდნენ სადილში ცნობილი ხეოფსის პირამიდის მშენებლებს, რათა უფრო ძლიერები ყოფილიყვნენ და სწრაფად ეშენებინათ.   

იაპონიასა და ჩინეთში მისგან მწნილსაც კი აკეთებენ. 

ადრე ბოლოკის ფესტივალიც კი იმართებოდა. ამ დღესასწაულზე ბოლოკისგან სხვადასხვა ფიგურებს ამზადებდნენ და გამოფენებს აწყობდნენ. 

მექსიკაში ყოველი წლის 23 დეკემბერს აღინიშნება ე.წ. ბოლოკების ღამე. ამ დღესასწაულზე ადგილობრივები ბოლოკისგან აჩუქურთმებენ სხვადასხვა ისტორიულ, კულტურულ, თუ რელიგიურ მოვლენებისა და პირების ფიგურებს, რომელსაც შემდეგ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ფენენ. გამოფენაზე შეგიძლიათ ნახოთ სცენა, რომელიც უფალი იესოს დაბადებას ასახავს. ასევე მოცეკვავე კაცები, ქალები, ცხოველები. ქანდაკებები თითქოს მოძრაობენ და იცინიან, თითქოს შენს წინაშე მთელი წარსული ცოცხლდება. ფესტივალს მთელი დღის განმავლობაში აღნიშნავენ და ერთობიან, განსაკუთრებით კი ბავშვები ერთობიან. 

ადრე ბოლოკს მოსანანიებელ ბოსტნეულსაც უწოდებდნენ, რადგან ის იყო ძირითადი პროდუქტი, რომელსაც შვიდკვირიანი მარხვის დღეებში გამოიყენებდნენ. 

კატეგორია: სხვადასხვა სასარგებლო რჩევები დიასახლისებისთვის | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 1033 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar