ტრადესკანცია-ზებრინა
15.03.2019, 16:10

ზებრინა საოთახო მემცენარეობაში ფართოდდაკავშირებული სურათი გავრცელებული მცენარეა, რომელიც, გარდა დეკორატიული დანიშნულებისა, სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა. სწორედ ამ თვისებების გამო უძველესი დროიდან მოჰყავდათ ბუდისტური მონასტრების ეზოებში.
ზებრინა კომელინასებრთა ოჯახის წარმომადგენელი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, რომელიც ძირითადად, გავრცელებულია ამერიკის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში, ანტილიის კუნძულებსა და მექსიკაში.
საოთახო მემცენარეობაში გავრცელებულია ზებრინას მხოლოდ რამდენიმე სახეობა - Zebrina pendula, Zebrina purpusii და Zebrina flocculosa. აღნიშნული სახეობები გამოირჩევა გრძელი და ხვიარა ღეროებით, რომლებიც ულამაზესი ფოთლებით მთლიანადაა დაფარული. ფოთლები ქვემოთა მხრიდან მოლურჯო-იასამნისფერია, ზემოდან კი - პრიალა და მწვანე, ზოგიერთ სახეობას ფოთლის მთელ სიგრძეზე გასდევს ვერცხლისფერი ან თეთრი ხაზები. ფოთლების სიმკვეთრე განათების ინტენსივობაზეა დამოკიდებული.
დაკავშირებული სურათი
როგორც წესი, მცენარე გაზაფხულსა და ზაფხულში ყვავილობს, ყვავილი მკვეთრი ვარდისფერი, იასამნისფერი ან მოთეთრო ფერის, წვრილ-წვრილი ყვავილებით.
 ზებრინას აქვს სამკურნალო თვისებები: მისი წვენი შეიცავს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც ანადგურებს მიკრობებსა და ვირუსებს, ხოლო სისხლში შაქრის შემცველობას ამცირებს. გადმოცემის მიხედვით, საუკუნეების წინ ამ მცენარეს სამკურნალო მიზნით ბუდისტი სასულიერო პირებიც იყენებდნენ.
ზებრინა ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებებითაც გამოირჩევა და მის ფოთოლს ჭრილობების, ნაკაწრების, წყლულების სამკურნალოდ იყენებენ.
დაკავშირებული სურათი
სამკურნალო თვისებების გარდა, ზებრინა ერთი არანაკლებს სასარგებლო თვისებებითაც გამოირჩევა - ის ოთახის ჰაერის საუკეთესო გამწმენდია და ჰაერს ბაქტერიებისგან და სხვადასხვა მავნე მინარევებისგან ასუფთავებს. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ მცენარეს სამზარეულოში ან საძინებელ ოთახში მოათავსებთ. 

 

მოვლა სახლის პირობებში:

ზებრინა უპირატესობას მზიან ადგილს ანიჭებს, ამიტომ კარგი იქნება, თუ მას ოთახის ყველაზე განათებულ ფანჯარასთან მოათავსებთ. მხოლოდ ზაფხულის ცხელ დღეებში მზის პირდაპირ სხივებს მოარიდეთ და შუადღის მზე ფარდით გაუფანტეთ ან მცენარე შედარებით ნაკლებად განათებულ ადგილზე გადაიტანეთ. შუქის ნაკლებობა მცენარეს არაფერს ავნებს - მხოლოდ ღეროები დაუგრძელდება, ფოთლები კი ოდნავ ღია ფერს მიიღებს.დაკავშირებული სურათი

რაიმე განსაკუთრებულ ტემპერატურულ რეჟიმს ზებრინა არ საჭიროებს და ნებისმიერ ოთახის ტემპერატურაზე კარგად ძლებს, მთავარია, ტემპერატურა 8-10 გრადუსს არ ჩამოსცდეს. 

 

 

მორწყვის რეჟიმი: 
     ზებრინა ტენის მოყვარული მცენარეა, ამიტომ ეცადეთ, ზაფხულობით მიწა ყოველთვის სველი ჰქონდეს. ტემპერატურის კლებისთანავე მორწყვა შეამცირეთ და მცენარე მხოლოდ მიწის გამოშრობის შემდეგ მორწყეთ. მოსარწყავად აუცილებლად ოთახის ტემპერატურის, ნადგომი წყალი გამოიყენეთ.

 ზებრინას ჰაერის მაღალი ტენიანობა სჭირდება, ამიტომ დროდადრო ფოთლებზე ოთახის ტემპერატურის წყალი შეასხურეთ.დაკავშირებული სურათი

 

სასუქი: 

აქტიური ზრდის პერიოდში (მარტიდან სექტემბრის ჩათვლით) ზებრინა ორ კვირაში ერთხელ, რომელიმე მინერალური სასუქით უნდა გაანოყიეროთ. 
გვიან შემოდგომასა და ზამთარში მცენარე განოყიერებას აღარ საჭიროებს.

 

ნიადაგი და გადარგვა:დაკავშირებული სურათი

ზებრინა სწრაფად მზარდი მცენარეა და სწრაფადაც „ბერდება“(დეკორატიულობას კარგავს), ამიტომ საჭიროა, დედა მცენარე ყოველ წელს ახალ მიწაში გადაირგას. ეს ძალიან ფრთხილად უნდა გააკეთოთ, რადგან მცენარეს სუსტი ღეროები და ფოთლები აქვს და შეიძლება გადარგვისას შემთხვევით დაამტვრიოთ.
რაც შეეხება ნიადაგს, მის მიმართ მცენარე მაინცდამაინც მომთხოვნი არ გახლავთ და ყვავილებისთვის განკუთვნილ ჩვეულებრივ სუბსტრატშიც კარგად ხარობს, თუმცა უკეთესი იქნება, თუ ნიადაგში ცოტა პერლიტსაც გაურევთ. 

 

როგორ მრავლდება:zebrina-ის სურათის შედეგი

მცენარე ზებრინა კალმით მრავლდება და ეს იმდენად მარტივია, რომ დამწყებ მეყვავილეებსაც გამოსდით. ამისთვის საჭიროა: მცენარეს ღერო მოატეხოთ და წყალში მოათავსოთ ფესვების გამოღებამდე. დაფესვიანებული კალამი მიწაში უნდა გადარგოთ, შემდეგ კი ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.

კატეგორია: მოყვავილე მცენარეები | დაამატა: fisofiso35
ნანახია: 5533 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 0
avatar